Thursday, March 3, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

გავვიმეორეთ წინა განვლილი მასალა. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავუზიარეთ გამოცდილება. ვიმუშავეთ ბლოგში  HTML  გაჯეტი., ასევე გვერდების გაჯეტი. ბოლოს გავაკეთეთ ტრენინგის შეჯამება. დავცილდით დადებითი ემოციებით. მადლობა ჩვენს ტრენერს :) 

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა, შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, საპრეზენტაციო მასალა, რომელიც გავწერეთ ნაბიჯ-ნაბიჯ მოსწავლეებისთვის.  ამის შემდეგ გადავხედეთ პორტფოლიოებს, რომლებიც მოვაწესრიგეთ და დავასათაურეთ საჭიროებისამებრ.  ავტვირტეთ ბლოგზე პორტფოლიო. გავიგეთ დრაივის რაობა და  მისი დანიშნულება, დრაივსი ატვირთულ მასალას მიენიჭა ლინკი, და აღნიშნული ლინკი გადავიტანეტ ბლოგზე. კიდევ უფრო დაწვრილებით გავეცანით გაჯეტების მენიუს. ასევე გავეცანით სიის გაჯეტს. 

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს გავიმეორეთ წინა კვირაში ნასწავლი მასალა, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიებს, რომლის მიხედვით  შემდეგ  ჩვენ ვიმუშავეთ და მოვარგეთ ჩვენი მოსწავლის საჭიროებებს გეგმაში. ვიმუშავეთ გეგმაზე და მთლიანად  შევავსეთ სასწავლო პროცედურები.  გავწერეთ ნაბიჯების მიხედვით. 

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღე როგორც ყოველთვის იყო ნაყოფიერი და დატვირთული. გავიმეორეთ წინა მასალა, გადავხედეთ გეგმებს, რომლის მსგავსადაც უნდა შევასრულოთ ჩვენ სახლში დავალებად.  ვიმუშავეთ საპრეზენტაციო მასალებზე, ვისწავლეთ გაფორმება და პეზენტაციის აწყობის სწორი ფორმა. გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს და გადმოვწერეთ ჩვენ საქაღალდეებში. რომელსაც გამოვიყენებთ შემდეგ ჩვენი პოექტის შეფასებისთვის

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს იყო ძალიან ნაყოფიერი, სასიამოვნოდ  დატვირთული . არ გაჩერებულა არც ჩვენი ტრენერი და არც ჩვენ დაგვასვენა  :)  მივიღეთ ბევრი ინფორმაცია, რომელიც ჯობია სახლში დავამუშავოთ და განვამტკიცოთ,  მიღებული ცოდნა რომ არ დაგვავიწყდეს. დღევანდელი თემები კი ასე გამოიყურებოდა:


  1. გამეორება
  2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურა
  3. კომენტარები ბლოგზე
  4. მუშაობა ბლოგში-მოსწავლის ნიმუში
  5. ბლოგის მენიუ-წაშლა აღდგენა, ფონის შეცვლა
  6. სურათის ჩასმა, გაჯეტების მართვა, გამოკითხვის გაკეთება და მისი რეზულტატი 
    მადლობა ჩვენს ენერგიულ ტრენერს

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ  განვლილი მასალა. გავეცანით  შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. დროში გავწერეთ შეფასების გეგმა,  მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომლის მიხედვიტაც შევადგინეთ საკუთარი პრეზენტაციები.  გავიხსენეთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები. მადლობა ჩვენს ტრენერს  ყურადღებისთვის და დაუღალავი შრომისთვის. 

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღეს ტრადიციულად გავიხსენეთ წინა კვირის მასალა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავადგინეთ პროექტის დაგეგმვის დროს სტანდარტთან მისი შესაბამისობა, განვსაზღვრეთ მიზანი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. იყო ნაყოფიერი, აქტიური დღე.

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

მოსვლისას გავიმეორეთ წინა დღის მასალა.   ყველამ წარადგინა  საკუთარი თემა, რომელზეც მოგვწევს შემდეგ პროექტის გაკეთება.   გავიმეორეთ, გავიხსენეთ და შევისწავლეთ word ის ინსტუმენტები. რაც  დაგვეხმარება ბუკლეტის გაკეთებაში. დავიწყეთ ბუკლეტის გამზადება. რომელის ნახევარი მხარე გავაკეთეთ   წესისამებრ. მოვიძიეთ სურათები და მოვათავსეთ  შესაბამის ფაილებში და ბუკლეტზე.  ბოლოს კი ნამუშევრები დაზიპული ფორმით გავიგზავნეთ საკუთარ ფოსტაზე.  დღემ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მადლობა ჩვენს ტრენერს 

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს ტრენერმა დაგვახვედრა დღის სამუშაო განრიგი. რომელიც ასე შედგებოდა


  1. გაცნობა
  2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
  3. გზამკვლევის გაცნობა
  4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
  5. კურსის რესურსების გაცნობის შენახვა
  6. პროექტების განხილვა
  7. ბლოგის შექმნა
  8. ტრენინგ - დღის შეჯამება
   ყველა პუნქტი გავიარეთ სათითაოდ. ვისწავლეთ ინტელის  გზამკვლევი და ელემენტარული  ინფორმაცია, გავეცანით რესურსებს და მისი ჩამოტვირთვის უნარ-ჩვევებს.  ასევე შევქმენით საქაღალდეები, რომელიც დავყავით თემების  მიხედვით. მათში კი განვათავსეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელსაც ეტაპობრივად ვსრულყოფთ  მომდევნო დღეების განმავლობაში.
   განსაკუთრებით მომეწონა გზამკვლევის და მონაწილე მასწავლებლების ატვირთული პროექტები, მათ შორის მუსიკის პედაგოგებისაც. ეს  დამეხმარება  უკეთ დავგეგმო და შევარჩიო  პროექტის თემა რომელიც იქნება  საინტერესო და აქტუალური  როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩემთვის და ჩემი კოლეგა პედაგოგებისთვის.